მადლობა ზუგდიდელებს, რომ უარი უთხრეს ოლიგარქიას, აუცილებლად გავიმარჯვებთ - ანზორ მელია

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ანზორ მელია ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ მეორე ტურში ზუგდიდში ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს:

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს, რომლებმაც მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, ძალადობის და ზიზღის გაღვივებისა, გაბედეს და უარი უთხრეს ოლიგარქიას - ერთი კაცის მსახურებას.

მადლობა ჩემს ზუგდიდს ნდობისთვის და სიყვარულისთვის. წინ მეორე ტურია - აუცილებლად გავიმარჯვებთ და ზუგდიდი გახდება ქალაქი, სადაც ადგილი არ ექნება შუღლს, ძალადობას, სიძულვილს.

ზუგდიდელები იმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას და მე ამას თქვენთან ერთად შევძლებ. მიყვარხართ, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და მე ვიქნები თქვენი, ყველას მერი. დადგა დრო, ზუგდიდი გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი",-წერს ანზორ მელია.

ცნობისთვის, ცესკოს მონაცემების თანახმად, ზუგდიდში ანზორ მელიამ 46.88% აიღო, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კი 41.15%, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე მეორე ტური გაიმართება.

თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარდება.

ქალაქები, სადაც ხმების 100% უკვე დათვლილია და მეორე ტური ჩატარდება

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი