20:00 საათზე, უბნების დახურვის შედეგ, ხმების დათვლის პროცესში გადაცდომები კვლავ გაგრძელდა.

განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ზუგდიდში, სადაც ძალიან საინტერესო ფაქტის მომსწრე გავხდით "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, როდესაც ჩვენი ჟურნალისტი იქ შეკრებილ საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს მათი უბნების შედეგებს ეკითხებოდა და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, ვინც უპასუხა, უთხრა ერთი და იგივე შედეგი, რომ მერის არჩევნებში იმარჯვებდა ანზორ მელია, პროპორციულ არჩევნებში კი - ნაციონალური მოძრაობა. 

და ვინც პასუხი არ გასცა, ისეთი დაჟინებით მალავდა შედეგებს, რომ მაშინვე მიხვდებოდი - არც მის უბანზე ჰქონდა ხელისუფლებას კარგად საქმე. 

გურანდა ავალიანის სიუჟეტში ნახეთ, რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა ღამით, ხმის დათვლის პროცესში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი