გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს თავიანთი კვლევის შედეგები - თბილისში ოქმების 39% არასწორად არის დათვლილი - ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ამ ოქმების გადათვლამ, შესაძლოა, მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად შეცვალოს ოპოზიციის სასარგებლოდ - თუ გავითვალისწინებთ, რომ გასაგები მიზეზების გამო არასწორად დათვლილი ოქმები სწორედ ოპოზიციას აკარგვინებს ხოლმე ხმებს და ხელისუფლებას უმატებს.
რა კითხვები ჩნდება კიდევ ოქმებთან დაკავშირებით?
წელს ბევრჯერ მოვისმინეთ ბრალდება წინასწარ ხელმოწერილი ოქმების შესახებ - ცარიელი ოქმი, რომელშიც შემდეგ ჩაწერ იმას, რაც გჭირდება და ის ოფიციალურ დოკუმენტად იქცევა.
ასევე ისევ პრობლემაა ჩასწორებული და ბალანსის არ მქონე ოქმები.