სენაკში, არჩევნების დღეს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტებს ურიგებდნენ. პროდუქტები ქალაქში მდებარე ორ სასტუმროში იყო განთავსებული.

ფაქტის ამსახველი ფოტოები "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა არჩევნების დღეს გადაიღო. ფოტოში ჩანს, რომ ყუთებში, რომელშიც პროდუქტებია განთავსებული, სახელისუფლებო კანდიდატის საარჩევნო ბუკლეტი დევს. პაკეტებში საკვებ პროდუქტებთან ერთად 10კ ფქვილი და 5კ შაქარი შედიოდა.

პროდუქტების დარიგება არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაიწყეს.

ცესკოს მონაცემებით, სენაკში მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი კობა ნაყოფია ლიდერობს. თუმცა ამ, ისევე როგორც სხვა უმეტეს ქალაქში, მეორე  ტური გაიმართება. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი