პარტიათა ალიანსების ჩამოყალიბების დროა - აშშ-ს საელჩო პარლამენტს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობას ახსენებს 

გამოქვეყნდა:

განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს, სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეა საუბარი. დიპლომატიური უწყება პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას:

ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. 
ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები." ნათქვამია საელჩოს განცხადებში.

განცხადება სრულად

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი