მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალი შესაძლოა დღეს წარუდგინონ - მესამე პრეზიდენტს ნიკა გვარამია შეხვდება

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტს ცოტა ხანში ნიკა გვარამია შეხვდება. ის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ადვოკატის სტატუსით შევა. მიხეილ სააკაშვილთან შევა ხატია დეკანოიძეც.

მოსალოდნელია, რომ სწორედ დღეს წარუდგენენ ოფიციალურად ახალ ბრალს მესამე პრეზიდენტს, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

ამ წუთებში საპყრობილეში იმყოფებიან ადვოკატებიც. ხოლო 3 საათზე მის მხარდასაჭერად მანქანები რუსთავის ციხისკენ დაიძვრებიან. ავტოკოლონა მოემართება ქუთაისიდანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი