„შეფასება არჩევნების ერთმნიშვნელოვნად იყო დადებითი ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეს განცხადება იწყება იმის აღიარებით, რომ არჩევნები ცალსახად შედგა, მართლზომიერია და ამ კუთხით დაეჭვების საბაბი არ არსებობს. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, რომელიც არსებობს, მის გამოსასწორებლად, რომ მომავალში აღარ გვქონდეს, ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეულ დარღვევებზე მითითებასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში მეჩვენება, რომ განცხადებაში მითითებული შეფასებები ცოტა გაზვიადებულია"
აცხადებს "ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას.