ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა მოსახლეობას არჩევნების პირველ ტურში მხარდაჭერისთვის და მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც დაიჯერა, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმი იყო და დაშინებისა და მოსყიდვის პირობებშიც, მხარი ოპოზიციას დაუჭირა.
"...დიახ, მეგობრებო, ახლა იწყება ამ რეფერენდუმის მეორე და გარდამტეხი ეტაპი. თქვენ ნახეთ, რომ ამდენი ფალსიფიკაციის და ძალადობის ფონზე ოცნება კარგავს კონტროლს ქვეყნის დიდ ქალაქებზე, ხოლო სამეგრელოში მთლიანად გაბანკროტებულია. ეს პროცესი შეუქცევადია, ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით და ოლიგარქიის მარცხით დასრულდება
გამარჯვება ახლოსაა, გამარჯვებას ბოლომდე ბრძოლა სჭირდება. მე ვრჩები ფოთში, როგორც მერობის კანდიდატი, როგორც რეფერენდუმის ლიდერი და აწი უკვე როგორც რიგითი ფოთელი", - წერს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება.