ბათუმში ლოტოტრონის წესით გამოვლენილ 5 უბანს ხელახლა ითვლიან. პროცესი ხმაურით დაიწყო. ოლქში ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ხორეიშვილმა აღმოაჩინა, რომ 38 უბნის ტომარა გახსნილი იყო.
მან ქართული ოცნების წარმომადგენლები გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საოლქოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაპირისპირებულებს დარბაზი დაატოვებინეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე