არჩევნები ადგილობრივი დემოკრატიისთვის დაკარგული შესაძლებლობა იყო - ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ არჩევნები ადგილობრივი დემოკრატიისთვის დაკარგული შესაძლებლობა იყო. განცხადებაში საუბარი შეეხო, ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებულ გარემოს, ასევე კამპანიის დროს სოციალურ მედიაში სიტყვიერი აგრესიის, სიძულვილის ენისა და ყალბი ამბების გავრცელების ზრდას.

"ამ პოლარიზაციამ პარალიზებული გავლენა მოახდინა ადგილობრივ დემოკრატიაზე, რამაც ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა საერთო ეროვნული პოლიტიკური მდგომარეობა, ამ ფონზე, ეს არჩევნები იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის",-თქვა დელეგაციის თავმჯდომარემ დევიდ ერაიმ.

განცხადებაში ასევე საუბარი შეეხო არათანაბარ პირობებს, ამომრჩევლებზე ზეწოლას, ხმის მოსყიდვას. ევროპის საბჭოს ოფისში მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევები კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რამაც დელეგაციის შეშფოთება გამოიწვია.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ევროპის საბჭომ ის მშვიდ, გამჭვირვალედ და კარგად ორგანიზებულად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცედურის დროს გარკვეული ხარვეზებიც შეინიშნებოდა, მათ შორის კაბინების მოწყობისა და მარკირების პროცესში.

"ზოგიერთი საარჩევნო უბნები, ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, შედარებით მცირე იყო, კომისიის წევრებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით. ამან გამოიწვია დაბნეულობა, არჩევნებში ჩართული მუშაკების განსხვავებულ როლზე, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს.  ზოგიერთმა დამკვირვებელმა ასევე დააფიქსირა დარღვევები უბნების გარშემო 100 მეტრის დაშორებით",-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარი შეეხო ქალი კანდიდატების არათანაბარ მონაწილეობას. დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ქალები თითქმის ყოველთვის იყვნენ მესამე, მეექვსე ან მეცხრე კანდიდატები და მათ გაცილებით დაბალი შანსი ჰქონდათ არჩეულიყვნენ, ვიდრე მათ კოლეგებს. მისი თქმით, ეს კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი