ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კახა კუჭავამ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლა შეუზღუდა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დეპუტატებისთვის, მესამე პრეზიდენტის საპატიმროში მოსანახულებლად, თანხმობა გააუქმა. პარლამენტის დეპუტატებს კონკრეტულ სასჯელაღსრულების შესვლისთვის პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა სჭირდებათ. 

"პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა კუჭავამ დღეს დახურა ყველა შემოსვლელისთვის თანხმობა, ანუ გააუქმა თანხმობა და პარლამენტის წევრები, ვისაც უნდა მიხეილ სააკაშვილთან შემოსვლა და ამის კონსტიტუციური უფლება აქვს, ვეღარ შემოდიან. ესეც თქვენი ევროპელი კუჭავა ევროპული დროშის აწევით, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს",-თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა ის დააკავეს. საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. 1-ლ ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში კი საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი