ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს და ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს და მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს.

კვარაცხელიას ოჯახი ბრალდებულების სამართალდამცავებისთვის გადაცემას ითხოვს და განმარტავს, რომ რეალური მოტივის დაფარვის მიზნით მკვლელობის დამკვეთმა, შესაძლოა, ბრალდებულის ლიკვიდაცია მოახდინოს. განცხადებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს - აკაკი ჭელიძე, გიორგი კავილაძეს ეძებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი