"მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად ზის ციხეში" - ზარქუა კარლ ბილდტს ობიექტურობას უწუნებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, კარლ ბილტს ობიექტურობას უწუნებს და ამბობს, რომ ის "მიხეილ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს აპრავებდა".

ზარქუას თქმით, თუ მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ციხეში დაუმსახურებლად ზის, შეუძლია, საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს.

"კარლ ბილტი ეს რომელია შემახსენეთ, ნაციონალური მოძრაობა რომ იყო ხელისუფლებაში, მილიონებს აგზავნიდნენ პიარში და კარლ ბილტის კომპანია რომ უპრავდება ის არის?! მე მესმის, ადამიანი ფულს იღებდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი რომ გაეპრავებინა. [...] 

მე მაქვს აღქმა, რომ სააკაშვილი დამსახურებულად ზის ციხეში, თუ მას აქვს განსახვებული პოზიაცია, არის საერთაშორისო არბიტრაჟი და მიმართოს", - თქვა ირკლი ზარქუამ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი