ივანიშვილი ანაკლიის პროექტის ჩაგდების მიღმა | Pandora papers-ის მასალები

გამოქვეყნდა:

Pandora papers-ის მასალებით, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიები მოხვდა, მტკიცდება, რომ ანაკლიის პორტის ჩაგდებით პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული. 

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მოკვლეული დოკუმენტებში ჩანს, რომ ივანიშვილი იმ კომპანიის უკან დგას, რომელიც ფოთის პორტში ინდუსტრიულ ზონას ავითარებს და ადგილზე 100 ჰექტარ ფართობს ფლობს.

ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის, იურისტები მბობენ, რომ დოკუმენტი სასამართლოში მტკიცებულება იქნება, რომლითაც დასტურდება, რომ ანაკლიის პორტის ჩაგდება ივანიშვილის ინტერესი იყო. მათი თქმით, მათთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პროექტის ჩაგდების მიღმა საქართველოს ხელისუფლება იდგა, თუმცა აქამდე ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა.

"ახლა უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონ ივანიშვილს აქვს მატერიალური და ეკონომიკური ინტერესი ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ მას აქვს ინტერესი ფოთის პორტში, რადგან ამ ზონის წარმატება ფოთის პორტზეა დამოკიდებული. ჩნდება კითხვა, როცა ივანიშვილი ან მთავრობა ანაკლიის პროექტს უპირისპირდებოდნენ და აკრიტიკებდნენ, ამას საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდნენ, თუ ასე აწყობდა პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ კეთილგანწყობა არ ყოფილიყო ანაკლიის პროექტის მიმართ და პირიქით, წინ წამოწეულიყო ფოთი, ჩვენ არ ვიცით",-ამბობენ იურისტები.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი