
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილს ემუქრება და ამბობს, რომ "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს"
ევროპარლამენტარი წერს, რომ განცხადება ირიბი აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან ეს ირიბი აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. სავალალო და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან",-წერს რასა იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა ის დააკავეს. საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. 1-ლ ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში კი საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია.