დიპლომატიური კრიზისი ახალ დონეზე ადის. ის, რაზეც პარტნიორი ქვეყნების ელჩები განმარტების მოლოდინში ჯერ დუმდნენ, შემდეგ კი ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა.
საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა ქართული ოცნების ხელისუფლებას სილა გააწნეს და დოკუმენტურად დაუფიქსირეს, რომ ფარული მოსმენები, მითუმეტეს მეგობარი ქვეყნების ელჩების მიყურადება არის დანაშული, რომელსაც არ პატიობენ.
ხელისუფლებას ასეთი მძიმე ვითარებიდან გამოსავალი აღარ აქვს და "ქართული ოცნება" მოქმედებს სტანდარტულად - იტყუება, თავს იმართლებს და დანაშაულს სხვას აბრალებს.
იხილეთ ასევე: