დღეს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადა იწურება

გამოქვეყნდა:

დღეს, 6 ოქტომბერს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა  და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ საჩივრების წარდგენის ვადა იწურება. რა დაკმაყოფილდება და რა დარჩება განუხილველი, ჯერჯერობით უცნობია.

სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები უკვე საუბრობენ, რომ წინასწარი მონაცემებით შესაძლოა ოპოზიციას დაახლოებით 4% აქვს დაკლებული. ოქმებში არსებულ დისბალანსზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიებიც.

გაერთიანებული ოპოზიციის ბოლო მონაცემებით,  თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან ბალანსი 306-ში არ დგება.  პროპორციულ ნაწილში კი დისბალანსი  323 შემაჯამებელ ოქმშია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი