"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია პრემიერის დღევანდელ ღია წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ მასზე მხოლოდ ფსიქიატრთან შეიძლება ისაუბრო.
"ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება განხილვის თემა არათუ არ იქნება, ღარიბაშვილი აღარ არის ამ ქვეყანაში განხილვის თემა. ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან, სხვას ვის უნდა ესაუბრო ღარიბაშვილის თაობაზე. რაც მეტი მით უკეთესი, მეტი ღარიბაშვილის განცხადებები საქართველოს", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად დაბრუნდა.
ამავე თემაზე: