რეგვენმა ღარიბაშვილმა იმდენიც არ იცის მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა - მშვენიერაძე

გამოქვეყნდა:

იურისტი გიორგი მშვენიერაძე პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მან მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის განსხვავებაც არ იცის.

ღარიბაშვილმა მხუთავი აირი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული აქციის გამართვის შემთხვევაში, მის დაშლასთან დაკავშირებით ახსენა.

"რეგვენმა ღარიბაშვილმა იმდენიც არ იცის მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა. აღარაფერს ვამბობ ათას სიშლეგესა და პრიმიტივიზმზე, რაც მის "ნააზრევში" გამოსჭვივის", - წერს მშვენიერაძე.

ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად დაბრუნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი