"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი პრემიერმინისტრის დღევანდელ წერილს ეხმაურება და წერს, რომ ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისულება რადიკალიზაციის გზას დაადგა.
მისთვის გაუგებარია რატომ ახსენებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით "მხუთავ აირს".
"რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?
ღარიბაშვილი რომ დანიშნა ოცნებამ პრემიერად, მაშინვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება რადიკალიზაციის გზას დაადგა, 5 ივლისის შემდეგ რომ ძალიან საშიში გახდა, ესეც ვნახეთ ყველამ და ეს რა უბედურებაა?
პს. ახლა არ დამიწყოთ, ცრემლსადენი გაზი უნდა დაეწერაო. იურისტობა არ სჭირდება ცრემლსადენი გაზის და მხუთავი აირის გარჩევას", - წერს ნიკა სიმონიშვილი.
ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად დაბრუნდა. ღარიბაშვილმა დაწერა, რომ აქციების გამართვის შემთხვევაში, პოლიცია დემონსტრანტებს მხუთავი აირით დაშლიდა.