
"იმდენს ლაპარაკობენ შარდზე, მე მგონი გასაგებია, რაც მოუვიდათ. ძალიან დიდი ხანი ვმკითხაობდით ყველანი, რა იყო ქართული ოცნების დროშაზე ყვითელი სიმბოლოები და რატომ ყვითელი, იმიტომ რომ - შარდი".
- ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დღეს, თავის წერილში მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და თქვა: "საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.
მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა".