"არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე" - ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა და "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა. 

რაც შეეხება მის მდგომარეობას, ძაან დიდი ხანია მე ასეთი სააკაშვილი არ მინახავს, გულწრფელად გეტყვით. მისი მთავრობის წევრი ვიყავი და როცა პიკზე იყო თავისი აქტივობების და პოზიტიური რეფორმატორული აქტივობების, მას მერე არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე. არაფერი ეტყობა შიმშილობის. იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად შიმშილობს, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ნორმალურად არის, თუმცა, ცხადია, რომ უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას, - ამბობს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი