მიხეილ სააკაშვილმა ნარკოტესტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოფიციალურად მიმართა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსს, ნარკოტესტის ჩატარების თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

"მე არც ვუპასუხებდი მის ადგილზე ღარიბაშვილს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა, ის მზად არის ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს",-თქვა ნიკა გვარამიამ.

როდის ჩაიტარებს მიხეილ სააკაშვილის ნარკოტესტს, ამას ციხის ადმინისტრაცია გადაწყვეტს. 

საკითხი კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გაავრცელა, რომელშიც თქვა: "საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი