ხმაური ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან - ამ წუთებში, კომისიაში ორი უბნის, მე-16 და მე-4 უბნის შედეგების განხილვა მიმდინარეობს, პარალელურად კი კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ უბნებზე საარჩევნო ყუთში იმაზე მეტი ბიულეტენი დაფიქსირდა, ვიდრე ამომრჩეველი მივიდა.

აქციის მონაწილეები ბიულეტენებისა და ხელმოწერების გადათვლას ითხოვენ, თუმცა კომისიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი", გოგა ონიანი ამბობს, კომისიამ მათ შესთავაზა, რომ ბიულეტენები და ოქმები ცალ-ცალკე განეხილათ.

აქციაზე ასევე იმყოფება "ლელოს" წევრი, ლანა გალდავა, რომელიც ამბობს, რომ საარჩევნო ყუთში ათობით ბიულეტენია ჩაყრილი და ათასობით ხმა მოპარულია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უბნებს გადაითვლის, არჩევნებზე სულ სხვა შედეგი დადგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი