შიმშილობის 6 დღე ციხეში | მიხეილ სააკაშვილის გამოწვევა ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ჩელენჯი და გამოწვევა ირაკლი ღარიბაშვილს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ოცნების" სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას შავ პიარს თავისი შეთავაზებით პასუხობს. მიხეილ სააკაშვილი მზად არის ნარკოტესტირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრემიერი ჩაიტარებს ანალოგიურ კვლევას მედიის თანდასწრებით, პირდაპირ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

დისკუსია ამ თემაზე თავად პრემიერმინისტრმა გახსნა, როდესაც სიძულვილითა და ზიზღით სავსე საჯარო წერილი მიუძღვნა მესამე პრეზიდენტს, სადაც არ მორიდებია მინიშნებას სააკაშვილის ნარკო დამოკიდებულებაზე.

პრემიერმა, რომელმაც საპასუხოდ გამოწვევა მიიღო ჯერჯერობით დუმს. რუსთავის ციხის 320-ე საკნის პატიმარი კი თითქმის ერთკვირიანი შიმშილობის პოლიტიკური იზოლაციისა და ხელოვნური პრობლემების მიუხედავად თავს იმაზე გაცილებით მხნედ გრძნობს, ვიდრე ეს ბიძინა ივანიშვილსა და მის კლანს სურს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი