რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მისი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა, ის დააკავეს. საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. 1-ლ ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში კი საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია.