კოვიდ 19-ით გარდაცვლილი, 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, შვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი შოთაძის უწყებას დღეს ოფიციალურად მიმართავს და კონკრეტულ მტკიცებულებებსაც წარადგენს, იმისთვის, რომ ოჯახი საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად ცნოს.
მტკიცებულებებს შორისაა გარდაცვლილი ფეხბურთელის აუდიო ფაილები და წერილები.
ოჯახი განიხილავს ვერსიას, რომ მისი შვილი ექიმების დაგვიანებულ რეაგირებას და არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა. 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა.