
ირაკლი ღარიბაშვილი ამ დრომდე დუმს - პრემიერს არ გაუცია პასუხი მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე - გაიაროს ნარკოტესტი კანცელარიის შენობაში, მისთვისვე სასურველი მედიის თანდასწრებით.
მიხეილ სააკაშვილმა ნარკოტესტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოფიციალურადაც მიმართა
ნარკოდამოკიდებულებაზე კი გუშინ თავად ღარიბაშვილი ალაპარაკდა, რომელმაც გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ვერსიებზე იმსჯელა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი კვირაა რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაშია და შიმშილობს. გარდა ამისა, აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და არ აქვს ტელევიზორი. გარე სამყაროსთან საკონტაქტო ერთადერთი საშუალება მიხეილ სააკაშვილისთვის ადვოკატები არიან. დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია მესამე პრეზიდენტთან ცოტა ხანში შევლენ.