"უკომენტაროდ" - გამყრელიძეს საბჭო სავალდებულო ვაქცინაციაზე ისევ არ ეთანხმება

გამოქვეყნდა:

"უკომენტაროდ" - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კითხვას, რატომ არ ეთანხმება და იზიარებს საბჭო მის პოზიციას სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას, ვაქცინაციის საბჭოს შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, მაგრამ გარკვეული მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს.

"აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია, სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს ბიზნეს გარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ანუ ბიზნესგარემოში, შესაძლოა, მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც ჩატარებული აქვს გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული და ასევე, გადატანილი მდგომარეობა. ანუ ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან რომელიმეს არჩევანის გაკეთებაა მნიშვნელოვანი", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, ამ ფორმით მოქალაქეს არჩევანის საშუალება აქვს, რითიც დაადასტურებს, რომ ინფექცია არ აქვს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი