როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა | ციხის ექიმის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-7 დღეა რუსთავის საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

"არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს",-ამბობს ციხის ექიმი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საქართველოში დაბრუნდა.  მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი