"მივმართავ იუსტიციის მინისტრს: ნუ უვარდება ანა კარენინასავით მის საყვარელ შტადლერს" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლედაბამცველმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. გამოსვლისას ჟურნალისტებთან საუბრისას მან იუსტიციის მინისტრს მიმართა. ნიკა გვარამიას თქმით, ის რომ მიხეილ სააკაშვილს მისთვის საჭირო ნივთებზე წვდომა არ აქვს, იუსტიციის მინისტრის მხრიდან დანაშაულია.

"მივმართავ იუსტიციის მინისტრს, არა ციხის ადმინისტრაციას, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ არაკანონიერი გადაწყვეტილებაა, არ იღებს, ნუ უვარდება ანა კარენინასავით მის საყვარელ შტადლერს.

რასაც ის ახლა აკეთებს, ეს არის დანაშაულის ჩადენა. ადამიანთან არ შედის არაფერი, ტელევიზორზე მოგეხსენებათ, ზარებზე მოგეხსენებათ, წიგნებიც კი არ შეაქვთ უკვე მესამე დღეა, ამას გარდა მას სჭირდება მნიშვნელოვანი ნომენკლატურა, რომელიც არ არის ციხის მაღაზიის ნომენკლატურაში, ჩვენ ეს მოგვაქვს გადაცემისთვის, მათ შორის საამანათო გადაცემისთვის და არაფერი შეაქვთ მასთან.

სამაგიეროდ, იმ წამსვე შეუტანეს სეფისკვერები, ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ, ეს სრული კაატასტროფაა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ",-თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საქართველოში დაბრუნდა.  მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი