"უახლოეს დღეებში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს.
უახლოეს დღეებში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ საქვეყნო მობილიზებას ჩვენი მოქალაქეებისას ორი ძირითადი მოთხოვნით, რომელიც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს. შევდივართ, რა თქმა უნდა, მეორე ტურებში და მეტიც, ვიბრძვით გამარჯვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, 30 ოქტომბრის არჩევნები იმისათვის, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ გამარჯვება და მათ შორის, დავიხსნათ მესამე პრეზიდენტი, - ამბობს ხაბეიშვილი.
ცნობილი ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.