თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი კაველიძე და აკო ჭელიშვილი წყნეთის პოლიციაში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ მათთან ადვოკატებიც მივიდნენ.
ბრალდებულები დღეს, 7 ოქტომბერს წყნეთში დააკავეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ისინი წყნეთში იმყოფებოდნენ, თუმცა კვალის არევის მიზნით, საცხოვრებელ სახლს იცვლიდნენ.
სამართალდამცველებმა ისინი ქუჩაში გადაადგილების დროს დააკავეს, "მთავარის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ ქუჩაში კავილიძის ამოცნობა შეძლო, რის შემდეგაც, სამართალდამცველებს დაუკავშირდა.
გიორგი კავილიძე პოლიციამ ადგილზე დააკავა, თუმცა აკო ჭელიძემ თავდაპირველად გაქცევა მოახერხა. სმართალდამცველებმა ის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები ძმები გუგა და დათა კაკულიები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, კაკულიების მამის მოსკოვში, ხელნაკეთი ხელყუმბარით აფეთქების უკან, ნიკა კვარაცხელიას მამა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, გია კვარაცხელია იდგა. სავარაუდოდ, თბილისში, სწორედ შურისძიების მოტივით მოკლეს ნიკა კვარაცხელია.
5 ოქტომბერს, მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახმა ბრალდებულების ოჯახებს მიმართა და თქვა, რომ რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, მკვლელობის დამკვეთმა, შესაძლოა, ბრალდებულის ლიკვიდაცია მოახდინოს.
ნიკა კვარაცხელია თბილისში 15 სექტემბერს დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარზე განცხადება 18 სექტემბერს გაავრცელა და თქვა, რომ უწყება ორ ბრალდებულ - აკაკი ჭელიძესა და გიორგი კაველაძეს ეძებდა.
20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს, დაუსწრებლად, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.