ხმების გადათვლის პროცესი საარჩევნო ოლქებში გრძელდება - ერთ-ერთი დაძაბული კერა საბურთალოს ოლქია, სადაც კომისიამ 12 უბნის მონაცემები უნდა გადაამოწმოს.
ამ დროისთვის გადათვლილია 2 უბანი და ორივეში დარღვევებია აღმოჩენილი. გააუქმებს თუ არა კომისია ამ უბნებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყველაზე მძიმე შემთხვევებთან დაკავშირებით უცნობია - ადგილზე პროცესს სამოქალაქო აქტივისტები აკვირდებიან.