ამაზრზენია პრემიერისა და "ოცნების" თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევებზე - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

"პრემიერმინისტრისა და მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან, ოპოზიციურ პარტიებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევებზე თავდასხმები უბრალოდ ამაზრზენია" - ამის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.

"მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ნდობასა და პატივისცემაზე, ვერ ხედავენ მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერების ასეთ ქცევებს",-ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები განცხადებაში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრემიერმინისტრის მუქარასაც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ აღნიშნული განცხადება მტკიცებულებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმე პოლიტიკურია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი