
თბილისში, გვიან ღამით, ტრანსგენდერ ქალს ავტომობილით დაეჯახნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაშავებულის მეგობარი ავრცელებს. მისი თქმით, ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც მომხდარის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
"აქვს თავის ქალის ტრავმა, მრავლობითი დაბეჟილობები, მარჯვენა მხრის ამოვარდნა, მწვავე ექსკორიაციები მთელს სხეულზე, სისხლდენა ოთხივე კიდურებიდან. [...]
ამ წუთას უტარდება თავის ტვინის ტომოგრაფია და დგინდება რა მოტეხილობები აქვს, ველოდები ექიმის საბოლოო პასუხს, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მინდა მივმართო იმ გოგოს და ბიჭს, მიწიდან ამოგთხრით თქვენი თეთრი ჯიპიანად და ჯოჯოხეთის გზას გაგიყენებთ! მე თქვენ განახებთ როგორ უნდა გზაზე ტრანსების მანქანით გატანა და შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის მიჩქმალვა", - წერს თაკო ქურდოვანიძე.
მისივე ინფორმაციით, პოლიციაც და სასწრაფოც ადგილზე თავად გამოიძახა. საქმეში "თანასწორობის მოძრაობის" იურისტიცაა ჩართული.
"მთავარი არხის" ვებგვერდი მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.