სოფელ ქვახვრელთან, ცოტა ხნის წინ, მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედარი ერთ-ერთმა მწყემსმა შენიშნა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.

ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობს. 

დამატებით დეტალებს "მთავარი" ამ დრომდე არკვევს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი