ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, კუთვნილი ავტომანქანა დღეს დაზიანებული დახვდა.
მანქანას ჩამსხვრეული აქვს მინები. თამილა ქუთათელაძე მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს, რადგან სწორედ ის ითხოვდა ისნის ერთ-ერთი უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას.
"კონკრეტული მუქარები წამოვიდა ოპოზიციური პარტიების მიმართ და მე ასევე მეშინია, რომ სიცოცხლის მოსპობაზეც შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან ხანდახან მე მარტოც დავდივარ მანქანით...პირდაპირ ვაცხადებ რომ ეს არის ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც შეეხება ისნის ოლქში ჩემი პარტიის წარმომადგენლობას" - ამბობს თამილა ქუთათელაძე
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 187 -ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას.