ივანიშვილი თქვენც მალე მოგხსნით - გოცირიძე გახარიას

გამოქვეყნდა:

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სიცრუე, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას დღევანდელ გამოსვლა. პრემიერმა სწორედ გოცირიძის შეკითხვის საპასუხოდ, ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში, როგორც ბავშვთა, ისე საერთო სიღარიბე შემცირებულია.

იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში, მოსახლეობის ყველა კატეგორიაში, უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამის გამო მოხსნეს და თქვენც მოგხსნით მალე, - მიმართა გოცირიძემ გახარიას. 

პრემიერმინისტრმა გოცირიძის ამ რეპლიკას "დემაგოგია" უწოდა - "წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ".

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენა ცოტა დაიწყო - გიორგი გახარიას დღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი