[Video] ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმაურია - პოლიციას ოპოზიცია შენობიდან ძალის გამოყენებით გაყავს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ხმაურია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მივიდნენ. 

ისინი კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა შენობაში მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები მათ მესხის კაბინეტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ და მირანდა მესხისგან განმარტებებს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დალუქულ ოთახში, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, "ქართული ოცნებიდან" კომისიის წევრები იმყოფებოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეამჩნიეს, მათ ოთახი დატოვეს.

ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი