"უხერხულია ცოტა. სჯობს, რომ გაერკვნენ" - ოხანაშვილის რჩევა ევროპარლამენტარებს

გამოქვეყნდა:

ანრი ოხანაშვილი ევროპარლამენტარებს "ურჩევს" საქართველოში არსებულ სიტუაციაში გაერკვნენ და ისე აკეთონ განცხადებები.

ოხანაშვილის გაღიზიანება იმ ევროპელი პარტნიორების იმ კომენტარმა გამოიწვია, რომლებიც მათ პრემიერ ღარიბაშვილის მუქარაზე გააკეთეს და თქვეს, რომ ევროკავშირში ასეთი განცხადების შემდეგ, პრემიერმინსტრი უკვე გადამდგარი იქნებოდა.

ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილს გადადგომას ვერავინ მოსთხოვს: 

"მე ყველას ვურჩევ, იმ ცალკეულ პირებს და არა ევროპარლამენტს, რომლებიც როგორც ჩანს, არიან განსაკუთრებული სიმპატიით ნაციონალური მოძრაობის და მათი ბელადის მიმართ, ეს შეინახონ პერსონალურად თავისთვის და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ ნურც ქართველ ხალხს და ნურც სტარასბურგის სასამართლოს...შეცდომაში არიან, ან არასწორი ინფორმაცია მიწოდეს, ან იციან და მაინც აკეთებენ ასეთ განცხადებას და უხერხულია ცოტა. სჯობს, რომ გაერკვნენ" ამბობს ოხანაშვილი.

ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არაა - ამ განცხადებას კი მაკა ბოჭორიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი