10-დან 15 ადამიანამდეა საუბარი, ორი გვეკონტაქტება - გომელაური ნანგრევებში მოყოლილებზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელუარის თქმით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანია მოყოლილი. როგორც მან აღნიშნა, ორი მათგანი ცოცხალია, დანარჩენების შესახებ კი ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. 

"2 ადამიანი ვიცით, რომ ცოცხალია, გვეკონტაქტება, 10-დან 15 ადამიანამდეა საუბარი, დაზუსტებით ვერ გეტყვით, შეიძლება იყოს 9, 16, 17 ან მეტი", - თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

მისივე თქმით, ნანგრევებიდან ჯერ მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. ის ამ დროისთვის კლინიკიდან უკვე გაწერილია.

ცნობისთვის, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მაშველებთან კონტაქტზე გამოვიდა ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი. ისინი ამბობენ, რომ სუნთქვა შეუძლიათ. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი