"ევროპული საქართველო" სამართლებრივ დავას იწყებს. ოპოზიციური პარტია მიმართავს საქალაქო სასამართლოს, თავიდან მოხდეს ისნის უბნების გადათვლა.
საუაბარია ისნის მე-2 და მე-8 საარჩევნო უბნებზე . მოთხოვნა საოლქო კომისიამ ხმების გადათვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ოპოზიცია ოქმების დისბალანსზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად ცდილობს შედეგები საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მოირგოს.
შეგახსენებთ, ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლას ითხოვს "საია"