"პრემიერს რვა სიმართლე ესროლა რომან გოცირიძემ და რვავე გაარტყა შუბლში", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
დეპუტატი პრემიერის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან მის ტყუილში დადანაშაულებას ეხმაურება და ამბობს, რომ სიღარიბის ზრდასთან დაკავშირებით მის მიერ მოყვანილი მაგალითები სიმართლეს შეესაბამება. პრემიერის გარდა, რომან გოცირიძე ტყუილში "ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემაც დაადანაშაულა.
აგერ არის რვავე - ქვეყანაში საშინლად გაიზარდა ბავშვთა სიღარიბე, გაიზარდა პენსიონერთა სიღარიბე, გაიზარდა მთლიანი მოსახლეობის სიღარიბე, გაიზარდა მთლიანი მოსახლეობის სიღარიბე 2017 წელს 2015-თან შედარებით. იმიტომ, რომ ბოლო, სანდო ოფიციალური ინფორმაცია არის გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა, ამის შემდეგ კვლევა არ გაკეთებულა, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ბუნებრივია, არის პროპაგანდისტული და ტყუილი, - ამბობს გოცირიძე.
რომან გოცირიძე ასევე ამბობს, რომ სიმართლეა ის განცხადებაც, როდესაც აღნიშნა, რომ დღევანდელი პენსია 75 დოლარის ექვივალენტია.
კიდევ ერთ რაღაცაში დამდო ბრალი, რომ თურმე რატომ ვამბობ, რომ პენსია არის 75 დოლარი, დიახ, დღეს არის 75 დოლარი, 2013 წელს იყო 90 დოლარი. რატომ დოლარებშიო, იმიტომ, რომ პენსიონერებისთვის ფასების ზრდა აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, - განაცხადა რომან გოცირიძემ.