რამ გამოიწვია ბათუმში 5-სართულიანი შენობის ნგრევა, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ვახტანგ გომელაურმა საჯარო განცხადებაში გამორიცხა ბუნებრივი აირის გაჟონვა, შესაბამისად, დაზუსტებით შეგვიძლია თქმა, რომ გამოძიება სხვა ვერსიაზე მუშაობს. და ერთერთი დარღვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაობს უკავშირდება.
მთელი დღის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს, მათ შორის სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობენ მუშები, რომლებიც შენობის პირველ და მეორე სართულებზე აწარმოებდნენ სამუშაოებს და იმ ბინების მფლობელები, სადაც რემონტი მიმდინარეობდა.
ამ წუთებშიც, პროკურატურაში გამოკითხვა მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: