მიხეილ სააკაშვილთან ციხეში პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საკანში პირადი ექიმის შეშვებას ითხოვდნენ, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მიიღო. 

ექიმი 1 საათზე მეტია ხვდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მან თქვა, რომ წინასწარ შეფასების გაკეთება შეუძლებელია. 

"უნდა გაკეთდეს ანალიზები და ამის მიხედვით დაინიშნება მკურნალობა, ჯერ უნდა ვნახო",- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე რვა დღეა ციხეში შიმშილობს.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი