მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, წერენ ევროპარლამენტარები და პირდაპირ აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის მუქარა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი "კარგად არ მოიქცევა", ბრალს დაუმატებენ, ღია განაცხადია, თუ რა ტიპის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. მათივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, დასავლეთში პრემიერმინისტრები გადადგებოდნენ.

პრემიერის განცხადება აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსს და ამ განცხადებებით მან ძალიან ნათელი სიგნალი გააგზავნა, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია. ნათელია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ამ სიტყვებს აუცილებლად მიიღებს მხედველობაში. ასე რომ, ქართული ოცნება ნელ-ნელა ზურგს აქცევს ევროპულ გზას და აქ არამხოლოდ პრემეირის განცხადებები გვაქვს მხედველობაში... რა უნდა ვთქვა, მე ჯერ კიდევ მაქვს ქართველი ხალხის იმედი. ჩვენ ველოდით მეტ პასუხისმგებლობას და ველოდით, რომ არ გაიჟღერებდა ასეთი უცნაური განცხადებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას ეს დაძაბულობა მოსწონს, - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი