საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მივიდა.
"მიშა, ბრძოლა ბოლომდე" - ესაა მამის გზავნილი პატიმარი შვილისთვის.
"როგორც ექიმმა მივმართე გუშინ, ავუხსენი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. გავუშიფრე - ხალხს სჭირდება შენი ენერგია, დინამიურობა, აზროვნება და შენი სიყვარული სამშობლოსადმი, ზუსტად ასეთი ტექსტი გავუგზავნე. მიშა სუსტი, რაღაც მიზეზების გამო უძლური, ამ ქვეყნისთვის დამღუპველია. მიშა ხალხს ისეთი სჭირდება როგორიცაა და როგორსაც ვიცნობთ. სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მითხრა. მაგრამ თქვა - შენ ჩემი ხასიათი და მიზანსწრაფვა იცი, მე გავალ ბოლომდე. ამიტომ, მივმართავ კიდევ ერთხელ: მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე“,- განაცხადა ნიკოლზ სააკაშვილმა
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან ქვეყანაში დაბრუნების ინფორმაცია Facebook-ზე თავად გაავრცელა.
დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის მე-9 დღეა.
დღეს რუსთავის ციხესთან ექიმები შეიკრიბნენ და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ისაუბრეს.