ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული დარღვევების გასაპროტესტებლად და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ქალაქის ცენტრში დღეს აცია გაიმართება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ რომ არ აპირებენ უსამართლობასთან შეგუებას და თითოეული მანდატისთვის და ხმისთვის იბრძოლებენ.
ენმ-ს შტაბის წინ აქციის მონაწილეები 8 საათისთვის შეიკრიბებიან. ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით შეიცვალა ფორმატი.
"იძულებულები ვართ, მშვიდობიანად, მდუმარედ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა, იმ ხელისუფლებას რომელიც განსაკუთრებით ამ ტრაგიკულ დღეებში თავს უფლებას აძლევდა და არჩევნების შედეგებს კი არ აყალბებდა, წერდა" ამბობს ენმ-ს ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ნიკა მელია.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მე-11 ოლქში, მოგებული არჩევნები ენმ-ს კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას წაგებულად ჩაუთვალეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საოლქოს ხელმძღვანელის, მირანდა მესხის უშუალო მონაწილეობით, ბიულეტენები მალულად გახსნეს და ბათილი ბიულეტენები მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ გამოიყენეს.
ავტორი: ემა გოგოხია