ამ წუთებში ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ენმ-ს შტაბიდან ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მსვლელობით გადაინაცვლებენ. მანამდე კი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს.

ისინი საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ზუგდიდში არჩევნებს გაყალბებაშია პასუხისმგებელი.

ამასთან, აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ენმ-ს წევრებმა აქცია მას შემდეგ დააანონსეს, რაც ზუგდიდის მე-11 ოლქში, მოგებული არჩევნები ენმ-ს კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას წაგებულად ჩაუთვალეს. ხმების დათვლის პროცესში ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ბიულეტენები მანამდე უკვე გახსნილი იყო და ის მმართველი გუნდის სასარგებლოდ იყო გადასწორებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი